რა მოლოდინი აქვთ მზია ამაღლობელის უფლებადამცველებს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - Palitra News

რა მოლოდინი აქვთ მზია ამაღლობელის უფლებადამცველებს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

2025-08-04 12:33:11+04:00

მზია ამაღლობელი საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, 4 აგვისტოს საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს. სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლოს წინა სხდომაზე, მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა თავისი დასკვნითი სიტყვის გადადება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. შესაძლოა, დღესვე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს. რა მოლოდინი აქვთ მზია ამაღლობელის უფლებადამცველებს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.