დღეს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება - Palitra News

დღეს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება

2025-08-04 09:58:58+04:00

დღეს, 4 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც კომისია განიხილავს და დაამტკიცებს დასკვნის საბოლოო პროექტს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, დასკვნაში მოცემული ფაქტები მძიმე იქნება. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რიგი ოპოზიციური პარტიების კანონის დონეზე აკრძალვის ლეგიტიმურობას. კომისია თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა. აღნიშნულ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის.