ავტომაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან მანქანა იწვის - Palitra News

ავტომაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან მანქანა იწვის

2025-08-02 20:13:59+04:00

ავტომაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან მანქანა იწვის.

როგორც თვითმხილველი აცხადებს, ადგილზე აფეთქების ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.