რუსეთ-უკრაინის ომი და უახლესი ცნობები ფრონტის ხაზიდან - უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებიდან რუსეთის 121 500-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა. დაღუპული მოქალაქეებიდან, რომელთა ვინაობის დადგენაც მოხერხდა, თითქმის მესამედი მოხალისეები არიან. 53%-ს შეადგენენ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც სრულმასშტაბიან ომამდე რუსეთის არმიასთან დაკავშირებული არ იყო. საუბარია მოხალისეებზე, მობილიზებულ ჯარისკაცებსა და კოლონიებიდან თუ წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან გაწვეულ პატიმრებზე.ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ომის პირველ წლებთან შედარებით, დაღუპული ოფიცრების რაოდენობა შემცირდა, თუმცა იღუპებიან რიგითები, რომლებიც, ფრონტიდან მოწოდებული ინფორმაციით, უკრაინულ პოზიციებზე იერიშის მისატანად აქტიურად იგზავნებიან. არსებული მონაცემებით, 2800-ზე მეტი დაღუპული 18-დან 20 წლამდე ასაკისაა. ბოლო თვეში რუსეთმა 20000 ჯარისკაცი დაკარგა, 2025 წლის იანვრიდან კი უკრაინაში 8000 სამხედრო დაიღუპა, თუმცა ეს რიცხვი საბრძოლო მოქმედებების დროს დაკარგულთა რაოდენობას არ მოიცავს.