ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია აგვისტოს ბოლომდე მიაწოდოს. დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, კომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურების დაწყებას აანონსებს. ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა მათ შორის ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ დაემუქროს. ამ კონტექსტში ისინი უკანონო მიგრაციას, თავშესაფრის პოლიტიკის და, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებს ასახელებენ. თუმცა რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის გაუქმების მოთხოვნას, საქართველოს ხელისუფლება რეკომენდაციის შესრულებაზე უარს აცხადებს. როდის აპირებს ქართული ოცნება წერილობითი სახით დოკუმენტაციის გაგზავნას ევროკომისიისთვის.