თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვე რჩება - ქართულმა ოცნებამ უკვე მესამედ მერობის კანდიდატად კახა კალაძე დაასახელა. არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია კი ამ დრომდე საერთო კანდიდატებზე მსჯელობს. გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოს წევრები გადაწყვეტილებას 4 სექტემბრამდე გამოაცხადებენ. როგორც აცხადებენ, მერობის პოსტზე წარსადგენად მსჯელობა 5 კანდიდატს შორის მიმდინარეობს და შესაძლოა მათ შორის ალეკო ელისაშვილიც იყოს. კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია რვა ოპოზიციური პარტია. ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან აქტიურად საუბრობენ 4 ოქტომბერს მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტის ჩატარების თაობაზე. ამბიციური გეგმები აქვთ ქართულ ოცნებაში. მმართველი გუნდს 64-ე მუნიციპალიტეტში მოგების იმედი აქვს.