ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, დაცვის მხარის ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ გამორიცხულია, ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნის დროს ტკივილი განეცადა - Palitra News

ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, დაცვის მხარის ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ გამორიცხულია, ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნის დროს ტკივილი განეცადა

2025-08-02 20:06:35+04:00

ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, დაცვის მხარის ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ გამორიცხულია, ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნის დროს ტკივილი განეცადა. „ ლოყის გაწითლების საკითხი ჩვენი მხრიდან გაბათილებულია, რადგან ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებებით, რომელიც ინციდენტიდან 1-2 წუთის შემდეგ არის გადაღებული ჩანს, რომ დგებუაძეს არანაირი სიწითლე არ აქვს - განაცხადა უფლებადამცველმა. სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო სხდომა 4 აგვისტოს არის ჩანიშნული. პროცესზე მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. ამის შემდეგ მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.