ბაგებში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - Palitra News

ბაგებში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

2025-08-02 20:04:58+04:00

ბაგებში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ცეცხლის ლიკვიდირებას მეხანძრე მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ტერიტორიის გარშემო საცხოვრებელი კორპუსებია. ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. ეჭვი აქვთ რომ ხანძარი გარკვეული დაუდევრობის შედეგია.