სამხრეთ პერუს ქვიშისა და მტვრის ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა - Palitra News

სამხრეთ პერუს ქვიშისა და მტვრის ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა

2025-08-02 18:02:50+04:00

სამხრეთ პერუს ქვიშისა და მტვრის ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა, - მოულოდნელმა სტიქიამ სანაპირო რეგიონებში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. პერუს ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარის სიჩქარემ 50 კმ/სთ-ს მიაღწია, რამაც ძირითად მაგისტრალებზე მოძრაობის შეჩერება გამოიწვია. შტორმმა მნიშვნელოვნად დააზარალა 3 რეგიონი, სადაც ქარის სიჩქარემ 32 კმ/სთ-ს მიაღწია. ამ დროისთვის ზარალს ადგილობრივი მოხელეები ითვლიან.