ფედერალური დაფინანსების შეჩერების გამო აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია მუშაობას წყვეტს - Palitra News

ფედერალური დაფინანსების შეჩერების გამო აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია მუშაობას წყვეტს

2025-08-02 18:02:16+04:00

ფედერალური დაფინანსების შეჩერების გამო აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია მუშაობას წყვეტს, - მათივე განცხადებით, თანამშრომლების უმეტესობას ოქტომბრამდე გაათავისუფლებენ, ხოლო 2026 წლის თებერვლამდე სამუშაო პროცესების დასასრულებლად თანამშრომლების მცირე ჯგუფი იმუშავებს.მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციას, მაუწყებლობის სამსახურისა და ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსთვის დაფინანსების შეწყვეტა დაავალა.გასულ თვეში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საზოგადოებრივი მედიისა და უცხოური დახმარების დაფინანსების 9 მილიარდი დოლარით შემცირების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციისთვის გამოყოფილი 1.1 მილიარდი დოლარის დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს.