ღაზის სექტორში დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობამ 60 330-ს გადააჭარბა, - დაშავებულთა რიცხვი კი 147 000-სს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმებს 83 ადამიანი ემსხვერპლა, 554 კი მძიმედ დაშავდა. ჰუმანიტარული დახმარების მიღების პროცესში გარდაიცვალა 53 ადამიანი. ადგილობრივი მედია აქტიურად აცხადებს, რომ ღაზის სექტორი კრიტიკული მდგომარეობის ზღვარზე, ჯანდაცვის სისტემა კი თითქმის ჩამოშლილია. მათივე მტკიცებით, ძნელად მოიპოვება საკვები, წყალი, მედიკამენტები და საწვავი. ბავშვებისა და ქრონიკული ავადმყოფების მკურნალობა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.