„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს, 13:00 საათზე მიმართავს - Palitra News

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს, 13:00 საათზე მიმართავს

2025-08-02 17:59:12+04:00

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს, 13:00 საათზე მიმართავს. ამის შემდეგ მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ მზია ამაღლობელი უდანაშაულოა და მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. გუშინდელი სასამართლო პროცესი დაახლოებით 10 საათი გაგრძელდა. სხდომის პარალელურად, მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, მხარდამჭერები აცხადებენენ რომ ამაღლობელი უკანონო პატიმარია. რა მოლოდინი აქვს დაცვის მხარეს.