საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიას გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია აგვისტოს ბოლოს უნდა მიაწოდოს. დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, კომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურების დაწყებას ქართულ ოცნებაში ადასტურებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთი თვის ვადაში აპირებს გაგზავნოს წერილობითი სახით დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს ევროინტეგრაციის მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან გადადმულ ნაბიჯებს. დამატებით გაცემულ რვა რეკომენდაციას შორის, ევროკომისია მოითხოვს გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ასევე საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. თუმცა მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არ აპირებენ გაუქმონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ყველა ის ბენეფიტი, რომლითაც ამ დრომდე ქვეყანა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში სარგებლობს.