სერბეთში “ნოვი სადის” რკინიგზის ჩამონგრევის საქმეზე კიდევ 11 ადამიანი დააკავეს - Palitra News

სერბეთში “ნოვი სადის” რკინიგზის ჩამონგრევის საქმეზე კიდევ 11 ადამიანი დააკავეს

2025-08-02 13:21:16+04:00

სერბეთში “ნოვი სადის” რკინიგზის ჩამონგრევის საქმეზე კიდევ 11 ადამიანი დააკავეს - დაკავებულთა შორის ქვეყნის მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი და სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი არიან. “ნოვი სადის” ტრაგედიამ სერბეთში მასობრივი პროტესტი და მთავრობის გადადგომა გამოიწვია. “ნოვი სადში” ახალგარემონტებული სარკინიგზო სადგურის გარე ბეტონის სახურავი 2024 წლის 1-ელ ნოემბერს ჩამოინგრა, რის შედეგადაც, 16 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის გამო მშენებლობის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდა. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად უყურადღებობას, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფასა და სერბეთის მმართველ ელიტაში კორუფციულ კავშირებს ასახელებდნენ. იანვარში აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა და ნოვი სადის ყოფილმა მერმაც. ახალ პრემიერ-მინისტრად კი მედიცინის პროფესორი დაინიშნა, რომლის კანდიდატურაც სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა წარადგინა.