ნატო და აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსების ახალ მექანიზმზე მუშაობენ - Palitra News

ნატო და აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსების ახალ მექანიზმზე მუშაობენ

2025-08-02 13:20:47+04:00

ნატო და აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსების ახალ მექანიზმზე მუშაობენ. - ამ დროისთვის მხარეები უკრაინის მხრიდან მნიშვნელოვანი სამხედრო საჭიროებების სიას ელოდებიან. თითოეული ასეთი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს. თუ ევროპული ქვეყანები უკრაინის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამენ და ე.წ. “პრიორიტეტული მოთხოვნების სიიდან” ომში მყოფ ქვეყანას რაიმე სახის შეიარაღებას გადასცემენ, აუცილებელი პირობაა, რომ სისტემები გრძელი ბიუროკრატიული პროცედურების გვერდის ავლით აშშ-ში შეიძინონ. ამასთან, ევროპის ქვეყნები ამერიკული შეიარაღების შეკვეთას პირდაპირ აშშ-ში ან ნატო-ს მეშვეობით შეძლებენ.