უკრაინამ აგრესორ ქვეყანას დრონებით შეუტია, რასაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი მოჰყვა - Palitra News

უკრაინამ აგრესორ ქვეყანას დრონებით შეუტია, რასაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი მოჰყვა

2025-08-02 13:19:25+04:00

უკრაინამ აგრესორ ქვეყანას დრონებით შეუტია, რასაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი მოჰყვა - მუშაობა დროებით შეაჩერა სამარის აეროპორტმა. აფეთქებების ხმა პენზისა და რიაზანის ოლქებშიც ისმოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პენზის ოლქში დრონები ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების საწარმოს ტერიტორიაზე, ხოლო რიაზანის ოლქში აეროდრომთან ახლოს ჩამოვარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცხობია, თუმცა ადგილზე ოპერატიული სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ.