შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე უძღვებოდა.სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებული ვითარება, ასევე, სახელმწიფო უწყებების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები. მხარეებმა მხარი დაუჭირეს საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავებულ დოკუმენტებს., რომლებიც საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად წარედგინება.