თბილისს მერის პოზიციაზე ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელება ოპოზიციოსთვის იმის დასტურია, რომ ქართულ ოცნებაში საკადრო კრიზისია. ვინ გაუწევს 4 ოქტომბერს მოქმედ მერს კონკურენციას ოპოზიციის რიგებიდან - ეს ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. არჩევნებში მონაწილე პარტიები ამ დრომდე პოზიციების გაცვლის ეტაპზე არიან. კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ადასტურებს რომ შეხვედრების დროს მერობის კანდიდატის პოზიციაზე მისი სახელი და გვარი ნამდვილად გაჟღერდა. გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრი ტატა ხვედელიანი განმარტავს, რომ ელისაშვილის კანდიდატურა მისთვის მისაღებია, თუმცა საბოლოო კანდიდატი პარტიამ შეჯერებულად უნდა გადაწყვიტოს.