პორტუგალია გეგმავს, რომ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, პორტუგალია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს სექტემბერში, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე აქტიურად განიხილავს. პორტუგალიის მთავრობა აცხადებს, რომ ახლა ქვეყნის პრეზიდენტთან კონსულტაციები წარიმართება იმ პროცედურის ფარგლებში, რომელიც შეიძლება დასრულდეს გაეროს 80-ე გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის დროს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პალესტინის სახელმწიფოს კანადა და მალტა აღიარებენ. იქამდე კი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში გეგმავენ.