ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად “ქართულ ოცნებას” ერთი თვე რჩება- ბრიუსელის მიერ განსაზღვრული ვადა აგვისტოს ბოლოს იწურება. მმართველ გუნდში აცხადებენ,რომ უახლოეს მოიმავალში ევროკომისიას გადაუგზავნიათ წერილობითი სახით დოკუმენტს, რომელში ასახული იქნება ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები. მმართველი გუნდი ევროკავშირს დიალოგზე მზაობას უდასტურებს.ევროპულ სტრუქტურებს შემხვედრი ნაბიჯის გადადგმას სთავაზობს და თან, ევროპულ ბიუროკრატიას ურჩევს საბჭოური მიდგომა დაძლიოს. ამ კონტექსტში ისინი ახსენებენ, რომ ევროკომისიის მხრიდან რიგი კანონების გაუქმების მოთხოვნა უსაფუძვლო. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი არ აქვთ ოპოზიციის წევრებს.