„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორმა განმარტა, რომ ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, პროკურორმა აქვე, დასძინა, რომ საქმეში ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს. დაცვის მხარე კი ირწმუნება, რომ ცანავას პროვოკაციას მოუწყეს. მას შესთავაზეს თანხა, ლევან ხაბეიშვილის შესახებ სუს-ისთვის ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ.