აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის გეგმებს - პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, უმნიშვნელო უწოდა - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის გეგმებს - პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, უმნიშვნელო უწოდა

2025-08-01 12:53:48+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის გეგმებს - პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, უმნიშვნელო უწოდა. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ასეთი ქვეყნებისაგან გამაღიზიანებელია, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. მარკო რუბიომ სამი მთავარი არგუმენტი დაასახელა, თუ რატომ არის შეცდომა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის გადაწყვეტილება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასს“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე უარის თქმისკენ წაახალისებს.