რუსეთის ჯარებმა უკრაინის სახმელეთო ძალების ერთ-ერთ სასწავლო ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი. უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ერთ-ერთი სასწავლო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაიღუპა 3, ხოლო 18 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სახმელეთო ძალების განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ პირად შემადგენლობაში მსხვერპლი ხელმძღვანელების მოქმედებამ ან უმოქმედობამ გამოიწვია, დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.