თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვე რჩება, თუმცა ჯერ-ჯერობით არჩევნებში მონაწილეობის მსურველ არცერთ მხარეს მერობის კანდიდატი ოფიციალურად არ დაუსახელებია. "ლელო-ძლიერი საქართველო" შესაფერისი კანდიდატის გამოსავლენად, სოციოლოგიურ კვლევას ატარებს და გეგმავს, გადაწყვეტილების მიღებისას, დედაქალაქში მცხოვრებლების სურვილი გაითვალისწინოს. სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავის იკავებს "გახარია-საქართველოსთვის" გუნდი. როგორც პარტიაში ამბობენ, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. თბილისის მოქმედ მერს "ქართული ოცნების" გუნდი კვლავ მხარდაჭერას უცხადებს. და აღნიშნავენ, რომ კახა კალაძე უალტერნატივო კანდიდატია, თუმცა პროცედურულად, მერობის კანდიდატი პოლიტიკურმა საბჭომ გავრცელებული ცნობებით, მიმდინარე კვირას უნდა დაასახელოს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ 8 ოპოზიციურ ძალას კი ბრძოლის განსხვავებული ხედვა და გეგმა აქვს. "სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერის გიორგი ვაშაძის 8 პუნქტიანი გეგმის პრეზენტაციასაც გეგმავს.