ევროკომისიამ სანქციების გვერდის ავლის აკრძალვის შესახებ ევროკავშირის დირექტივის შეუსრულებლობის გამო 18 ქვეყნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - Palitra News

ევროკომისიამ სანქციების გვერდის ავლის აკრძალვის შესახებ ევროკავშირის დირექტივის შეუსრულებლობის გამო 18 ქვეყნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

2025-07-26 18:27:52+04:00

ევროკომისიამ სანქციების გვერდის ავლის აკრძალვის შესახებ ევროკავშირის დირექტივის შეუსრულებლობის გამო 18 ქვეყნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. - დირექტივა წევრ სახელმწიფოებს მათი ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან მორგებას ავალდებულებს, რაც მიზნად ყველა წევრ სახელმწიფოში ევროკავშირის სანქციების დარღვევების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობას ისახავს. დირექტივის განხორციელების ბოლო ვადა 2025 წლის 20 მაისი იყო. პროცედურაში ჩართულ ქვეყნებს ბრიუსელში პასუხების გასაგზავნად და ევროკავშირის რეგულაციების განსახორციელებლად 2 თვიანი ვადა აქვთ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროკომისია საქმეს ევროკავშირის სასამართლოში გადაამისამართებს.