რა ბედი ელის მეგობარ აქტს და მიიღებს თუ არა ამერიკა სანქციების მკაცრ პაკეტს ქართული ოცნების წინააღმდეგ? ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ რომ ქართული ოცნების განცხადებები რომელიც “მეგობარი აქტის” შეჩერებას შეეხება, მორიგი დეზინფორმაცია და ტყუილია, მათივე შეფასებით აქტის მიღებას სენატორთა სრული თანხმობა და დებატები სჭირდება, რაც თავის მხრივ დროს მოითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები, “მეგობარი აქტის” ოფიციალურად ძალაში შესვლას, სექტემბერში ელოდებიან.