ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ერთი ნაწილი კვლავ ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე ალტერნატივად, პოლიტიკურ ჯგუფებს ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობენ. ლიდერები საპატიმროდან გავრცელებულ წერილში განმარტავენ, რომ აუცილებელია პოლიტიკურმა სუბიექტებმა პარტიის სახელსა და პარტიულ ნომერზე უარი თქვან და საჯარო ერთობა შედგეს. 8 ოპოზიციური ძალა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავს არც ანა დოლიძე. ოპოზიციის მეორე მხარეს არიან "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო ძლიერი საქართველოს" წევრები, რომელბსაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვთ.