კრიტიკა ცალკეული დასავლური ქვეყნების მხრიდან და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე გააქტიურებული საკითხი - Palitra News

კრიტიკა ცალკეული დასავლური ქვეყნების მხრიდან და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე გააქტიურებული საკითხი

2025-07-23 13:00:56+04:00

კრიტიკა ცალკეული დასავლური ქვეყნების მხრიდან და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე გააქტიურებული საკითხი - ხელისუფლების ოპონენტები მოსალოდნელ საფრთხეზე და ევროპასთან გაუარესებულ ურთიერთობაზე აქცენტირებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, უახლოეს მომავალში შესაძლოა საქართველომ ყველა ის სარგებელი დაკარგოს, რასაც ევროკავშირიდან იღებს. მმართველი გუნდი კი ქვეყანაზე ზეწოლასა და არაფორმალურ ჩარევებზე მიუთითებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ხელში, შანტაჟის მექანიზმია. ხელისუფლება პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვას, მხოლოდ ევროპაში დიფ სთეითის გავლენების შესუსტების შემთხვევაში ხედავს.