ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექიმის , გიორგი ახობაძის საქმე დასკვნით ეტაპზეა - Palitra News

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექიმის , გიორგი ახობაძის საქმე დასკვნით ეტაპზეა

2025-07-22 15:54:57+04:00

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექიმის , გიორგი ახობაძის საქმე დასკვნით ეტაპზეა. დაცვის მხარემ დასკვითი სიტყვა წარმოთვა, უფლებადამცველი დაინტერესდა თუკი პოლიციელებმა ჩხრეკის დროს ვიდეო ვერ გადაიღეს, რატომ ვერ მოახერხეს ნეიტრალური მოწმის მოძიება ადგილზე, რომელიც დაესწრებოდა ჩხრეკას და დაადასტურებდა ან უარყოფდა ნარკოტიკის ქონის ფაქტს. კიდევ ერთი სასამართლო პროცესი, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეს ეხება. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომიდან გაძევებული, დაკავებული გიორგი ტერიშვილის პროცესზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა იგივე შინაარსის შუამდგომლობა, რაც ასევე სხდომიდან გაძევებულ რევაზ კიკნაძის დაბრუნებას ეხებოდა.