საქართველოში ხორბლის იმპორტი 7-წლიან მაქსიმუმზეა - Palitra News

საქართველოში ხორბლის იმპორტი 7-წლიან მაქსიმუმზეა

2025-07-22 13:53:27+04:00

საქართველოში ხორბლის იმპორტი 7-წლიან მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში იმპორტირებულია თითქმის 48 მლნ დოლარის ხორბალი და მესლინი, 184 ათას ტონაზე მეტი. აღსანიშნავია, რომ ამაზე მეტი ღირებულების ხორბლის იმპორტი ბოლო წლებში მხოლოდ 2018 წელს განხორციელდა.

2025 წლის 6 თვეში ხორბლის იმპორტი 74%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, წელს პირველ ნახევარში თუ 48 მლნ დოლარის ხორბალი ვიყიდეთ, შარშან იმავე პერიოდში იმპორტირებული იყო სულ 27.5 მლნ დოლარის მარცვლეული. საქართველოში ხორბალი ძირითადად რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოდის. თუმცა ყველაზე დიდი წილი სწორედ რუსეთზე მოდის, მთელი იმპორტის თითქმის 65%. რაც შეეხება ყაზახეთს, საქართველომ წელს ამ ბაზრიდან 15 მილიონ 600 დოლარის ღირებულების 66 207 ტონა მარცვლეული იყიდა. სხვა ქვეყნების წილი მინიმალური იყო. აქვე გეტყვით, რომ წელს ქართული წარმოების ხორბლის ექსპორტი არ განხორციელებულა.