ბახმაროში ძლიერი წვიმის გამო, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა - წყალმა კურორტთან დამაკავშირებელ გზებზე ნაშალი მიწა და ხე-ტყე ჩამოიტანა, რის გამოც გადაადგილება პრობლემურია - Palitra News

ბახმაროში ძლიერი წვიმის გამო, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა - წყალმა კურორტთან დამაკავშირებელ გზებზე ნაშალი მიწა და ხე-ტყე ჩამოიტანა, რის გამოც გადაადგილება პრობლემურია

2025-07-22 12:55:20+04:00

ბახმაროში სტიქიამ პრობლემები შექმნა. უფრო კონკრეტულად, ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ კურორტთან დამაკავშირებელ გზებზე ნაშალი მიწა და ხე-ტყე ჩამოიტანა, რის გამოც გადაადგილება პრობლემური გახდა.

ამ დროისთვის ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა მიმდინარეობს.

ბახმაროს გარდა, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლენტეხსა და ცაგერში, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.