პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის საქმეზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, სასამართლო განაჩენს მომდევნო კვირაში გამოაცხადებს - Palitra News

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის საქმეზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, სასამართლო განაჩენს მომდევნო კვირაში გამოაცხადებს

2025-07-21 20:23:15+04:00

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის საქმეზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, სასამართლო განაჩენს მომდევნო კვირაში გამოაცხადებს. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი დასკვნითი სხდომა გაიმართა. მომდევნო სასამათლო პროცესზე ბრალდებული საბოლოოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს, რის შემდეგაც, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ პირთა საქმეზე სასამართლოში დღეს კიდევ ერთი სხდომა ჩატარდა. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს, ასევე დაკითხეს მოწმე პოლიცელი. სასამართლო პროცესების შესახებ ბოლო ცნობებს , ეკა ლემონჯავა მოგვაწვდის.