უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში შესაძლოა, 23-24 ივლისს გაიმართოს - Palitra News

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში შესაძლოა, 23-24 ივლისს გაიმართოს

2025-07-21 13:22:39+04:00

მედიის ინფორმაციით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში შესაძლოა, 23-24 ივლისს გაიმართოს. მათი ცნობით, მიმდინარე კვირაში, სტამბოლში, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით, დელეგაციები ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შეხვედრას გეგმავენ. ზუსტი დეტალები ადგილის, დროისა და მონაწილეების შესახებ ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ მხარეები ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ: ტყვეთა გაცვლას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და საზღვრების სტაბილიზაციის ზომებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ ფორმატში ჩატარდება.