გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირთან ერთად, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ამცირებს - Palitra News

გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირთან ერთად, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ამცირებს

2025-07-19 13:05:07+04:00

გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირთან ერთად, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ამცირებს. - 1 ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, 60 დოლარის ნაცვლად, 47 დოლარით განისაზღვრება. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს რუსეთისთვის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს მნიშვნელოვნად შეამცირებს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ბიზნესს რუსული ნავთობის ფასის შემცირებულ ზედა ზღვართან ადაპტირებისთვის ვადას 2 სექტემბრამდე აძლევს. ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში შეამცირა.