თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, მსჯავრდებული, გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და გამომძიებლებმა დაკითხეს. თავდასხმას ბრალდებული პოლიტიკურად მოტივირებულ შურისძიებას უკავშირებს. დაკითხვის შემდეგ ადვოკატებმა განცხადება გააჟღერეს, რომლის მიხედვითაც უფლებადამცველები რამდენიმე დღეში გენერალურ პროკურატურას, ბაჩიაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავენ.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ რომ პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი პირადი ანგარიშსწორების მიზნით, ყოფილ თანაგუნდელებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება.