ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება - Palitra News

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება

2025-07-19 12:57:23+04:00

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება - ოპოზიცია კვლავ ორად გაყოფილი, მმართველი გუნდი კი - არჩევნებისთვის აქტიურ მზადებაშია. გახარია საქართველოსთვის გუნდი და ლელო-ძლიერი საქართველო მუნიციპალურ არჩევნებს, ბრძოლის მშვიდობიან, დამატებით ბერკეტად განიხილავს. განსხვავებულ აზრზე მყოფებისთვის კი, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა პროტესტის ღალატის ტოლფასია. ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს - ამ ლოზუნგით საპროტესტო მსვლელობაც დაიგეგმა. როგორია მხარეთა პოლიტიკური განწყობები არჩევნებამდე თვეებით ადრე?!