საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის თორმეტი წევრი დააკავეს - Palitra News

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის თორმეტი წევრი დააკავეს

2025-07-18 15:32:20+04:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის თორმეტი წევრი დააკავეს.

დადგენილია, რომ თაღლითური სქემით, ბრალდებულების მიერ, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, 8 შემთხვევაში, სახელმწიფოსგან მოტყუებით მიღებული იქნა გრანტი, ჯამში 826-ი ათასი ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.