„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში კითხავენ - როგორ მიმდინარეობს დაკითხვის პროცესი - Palitra News

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში კითხავენ - როგორ მიმდინარეობს დაკითხვის პროცესი

2025-07-18 15:27:09+04:00

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში კითხავენ. როგორც ცნობილია, ბაჩიაშვილის გამოკითხვას მისი ადვოკატებიც ესწრებიან. საქმე ეხება ბიზნესმენის წერილს, რომელშიც ის, მასზე ძალადობის დეტალებს აღწერს. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაში აღნიშნულია, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს განხორციელდა. ბაჩიაშვილი მომხდარს პოლიტიკურად მოტივირებულ შურისძიებას უკავშირებს, თუმცა ამ ბრალდებებს მმართველ პარტიაში უარყოფენ. დაიწყო თუ არა ბაჩიაშვილის გამოკითხვა და რას ამბობენ ამ თემაზე მისი ადვოკატები.