რას აცხადებს ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ და როგორია ხელისუფლების ოპონენტთა ხედვა - Palitra News

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ და როგორია ხელისუფლების ოპონენტთა ხედვა

2025-07-18 15:26:33+04:00

აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივები და „ქართული ოცნების“ მოლოდინი - მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ შტატებთან თანამშრომლობის აღდგენა ოფიციალურ ვაშინგტონში ე.წ. „დიფ სთეითის“ დამარცხებასთანაა დაკავშირებული. მთავრობის მეთაური აცახდებს, რომ საქართველოს მხრიდან თანამშრომლობის მზაობა და სურვილი გამოხატულია და ახლა შესაბამისი ნაბიჯები აშშ-მა უნდა გადადგას. ამავე დროს, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს ატარებენ. როგორც ისინი განმარტავენ, პარტიის წარმომადგენლები “MEGOBARI აქტის” დაჩქარებულად მიღებას ლობირებენ და მხარეებს საქართველოში არსებულ ვითარებას აცნობენ.