შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს. უწყების ინფორმაციით, გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მინისტრის თქმით, ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.