დაიწყო თუ არა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის გამოკითხვა და რას ამბობენ ადვოკატები - Palitra News

დაიწყო თუ არა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის გამოკითხვა და რას ამბობენ ადვოკატები

2025-07-18 12:40:18+04:00

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოკითხავენ. როგორც ცნობილია, ბაჩიაშვილის გამოკითხვას მისი ადვოკატებიც დაესწრებიან. საქმე ეხება ბიზნესმენის წერილს, რომელიც მან საპატიმროდან გაავრცელა და რომელშიც ის, მასზე ძალადობის დეტალებს აღწერს. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. ბაჩიაშვილი მომხდარს პოლიტიკურად მოტივირებულ შურისძიებას უკავშირებს, თუმცა ბრალდებებს უარყოფენ მმართველ გუნდში. დაიწყო თუ არა ბაჩიაშვილის გამოკითხვა და რას ამბობენ ადვოკატები?!