თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. უწყებრივი მედალი - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 30 წელი სამსახურისათვის“ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს გადაეცათ. მათ შორის არიან გენერლები, ოფიცრები, სერჟანტები და სამოქალაქო პირები. სამხედროებს, უწყებრივი მედლები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადასცა. ღონისძიებაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.