რა მიზანს ემსახურება 20 ივნისის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები?! - ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით საგამოძიებო უწყების მიერ დაწყებულ გამოძიებას ერთადერთი მიზანი აქვს, რაც მმართველი გუნდის მიერ ჩადენილი დანაშაულის გიორგი გახარიასთვის გადაბრალებას ემსახურება. მიმდინარე პროცესებს ექსპრემიერის თანაგუნდელებიც ეხმაურებიან. გახარია საქართველოსთვის წევრები მკაფიოდ ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ წამიწყებული საგამოძიებო მოქმედებები მათ გუნდზე ვერანაირ გავლენას მოახდენს.