კასპში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - Palitra News

კასპში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

2025-07-17 14:47:32+04:00

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.