პოლიციამ თბილისში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა - Palitra News

პოლიციამ თბილისში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

2025-07-17 12:31:42+04:00

პოლიციამ თბილისში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ყაჩაღურად თავს დაესხა ავტომობილში მსხდომ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს. თავდამსხმელმა მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი და ავტომობილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორი და ყაჩაღური თავდასხმის შემსრულებელი ბრალდებულების სახით დააკავეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.