ვინ იქნება დედაქალაქში პარტია „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის მერობის საერთო კანდიდატი - Palitra News

ვინ იქნება დედაქალაქში პარტია „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის მერობის საერთო კანდიდატი

2025-07-17 09:33:56+04:00

ვინ იქნება დედაქალაქში პარტია „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის მერობის საერთო კანდიდატი - ამ საკითხის გარშემო 2 პოლიტიკურ ძალას შორის მსჯელობა უკვე დაწყებულია. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები ამბობენ რომ ამ ეტაპზე საერთო კანდიდატის გარშემო შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა საუბარი გრძელდება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმომწერი 2 პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ასპარეზობით და საერთო ძლიერი კანდიდატების დასახლებით, გამარჯვების მიღწევა უფრო მარტივი იქნება. ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ არჩეული ეს გეგმა გაუგებარია ხელისუფლების ოპონენტების მეორე ჯგუფისთვის. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, მიაჩნიათ რომ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნები, წინასწარ უკვე გაყალბებულია, მასში მონაწილეობა კი - ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ანიჭებს.