ვიდრე, პარტია გახარია ,,საქართველოსთვის’’ და კოალიცია ,,ძლიერი საქართველო’’ საერთო, ნეიტრალურ მერობის კანდიდატს დაასახელებენ, მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები საპირისპირო აზრზე მყოფ ოპოზიციას, გაერთიანებისკენ მოუწოდებენ - Palitra News

ვიდრე, პარტია გახარია ,,საქართველოსთვის’’ და კოალიცია ,,ძლიერი საქართველო’’ საერთო, ნეიტრალურ მერობის კანდიდატს დაასახელებენ, მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები საპირისპირო აზრზე მყოფ ოპოზიციას, გაერთიანებისკენ მოუწოდებენ

2025-07-16 16:01:07+04:00

ვიდრე, პარტია გახარია ,,საქართველოსთვის’’ და კოალიცია ,,ძლიერი საქართველო’’ საერთო, ნეიტრალურ მერობის კანდიდატს დაასახელებენ, მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები საპირისპირო აზრზე მყოფ ოპოზიციას, გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. პარტია ,,ლელოს’’ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მუნიციპალური არჩევნები ბრძოლის დამატებითი ბერკეტია, რომელიც საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი შეიძლება გახდეს. კოლეგების გადაწყვეტილება წინააღმდეგობის ღალატად ფასდება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისგან. კოალიცია ცვლილებებისთვის და ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას კვლავ კატეგორიულად გამორიცხავენ. ვის რა არგუმენტი აქვს საკითხზე და ცნობილია თუ არა, მემორანდუმის ფარგლებში, საერთო მერობის კანდიდატის ვინაობა?!