პარტია „გახარია საქართველოსთვის’’ და კოალიცია ,,ძლიერი საქართველო’’ საერთო, ნეიტრალურ მერობის კანდიდატზე მსჯელობენ - ცნობილია თუ არა, მემორანდუმის ფარგლებში, საერთო მერობის კანდიდატის ვინაობა - Palitra News

პარტია „გახარია საქართველოსთვის’’ და კოალიცია ,,ძლიერი საქართველო’’ საერთო, ნეიტრალურ მერობის კანდიდატზე მსჯელობენ - ცნობილია თუ არა, მემორანდუმის ფარგლებში, საერთო მერობის კანდიდატის ვინაობა

2025-07-16 12:35:33+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის’’ და კოალიცია ,,ძლიერი საქართველო’’ საერთო, ნეიტრალურ მერობის კანდიდატზე მსჯელობენ. გუნდებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერეს, შეთანხმების თანახმად კი - მხარეები თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე უნდა შეჯერდნენ. კოლეგების გადაწყვეტილება წინააღმდეგობის ღალატად შეაფასეს ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციონერებმა. კოალიცია ცვლილებებისთვის და ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას კვლავ კატეგორიულად გამორიცხავენ. ვის რა არგუმენტი აქვს საკითხზე და ცნობილია თუ არა, მემორანდუმის ფარგლებში, საერთო მერობის კანდიდატის ვინაობა?!