ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თევდორე მღვდლის ქუჩაზე კორპუსის ფასადის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს, კახა კალაძესა და თბილისის მერიას აკისრებენ. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, ქალაქში შენობების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მერიაა, რომელიც სისტემურად ავარიული კორპუსების მონიტორინგს და დროულ რეაგირებას ვერ ახერხებს, რის გამოც მსგავსი შემთხვევები მომავალშიც მოქალაქეების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კონკრეტული საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის გამოვლენისა და დადგენის მიზნით, მომხდარის გამოძიებას მოითხოვენ.