თვითმმართველობის არჩევნებზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი და „ძლიერი საქართველო“ მერობის საერთო კანდიდატს წარადგენენ - რა გეგმა აქვთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს - Palitra News

თვითმმართველობის არჩევნებზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი და „ძლიერი საქართველო“ მერობის საერთო კანდიდატს წარადგენენ - რა გეგმა აქვთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს

2025-07-15 15:50:39+04:00

თვითმმართველობის არჩევნებზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი და „ძლიერი საქართველო“ მერობის საერთო კანდიდატს წარადგენენ. პარტიებს შორის მემორანდუმს ხელი პარტიების ლიდერებმა - ბერდია სიჭინავამ და ირაკლი კუპრაძემ გუშინ მოაწერეს. პოლიტიკურ ძალებს შორის დადებულ შეთანხმებას, ოპოზიციის მეორე ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა. საპირისპირო აზრზე მყოფი ოპოზიცია, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, კვლავ კატეგორიულად გამორიცხავს.